კონფედენციალურობის და უსაფრთხოების პოლიტიკა

ონლაინ გაყიდვების სისტემის (შემდეგში „ონლაინ თვინგო“) ვებ გვერდზე www.twingo.ge ვიზიტით, ვალდებული ხართ გაეცნოთ და დაიცვათ ჩვენი კონფედენციალურობის პოლიტიკა.

ცვლილებები და დამატებები კონფედენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, აისახება მისამართზე https://www.twingo.ge/policies/privacy-policy/.

ვებ გვერდზე განთავსებული ყველა ობიექტი, მათ შორის: სავაჭრო ნიშნები, ლოგოები, დიზაინის ელემენტები, ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, ილუსტრაციები, სკრიპტები, პროგრამები, და სხვა ობიექტები (შემდგომში „კონტენტი“) წარმოადგენს „ონლაინ თვინგოს“ და სხვა უფლებების მფლობელების საკუთრებას, ყველა უფლება ამ ობიექტებზე არის დაცული.

„ონლაინ თვინგოს“ ვებ გვერდის ვიზიტორი, პასუხისმგებელია ნებისმიერ ინფორმაციასა და ცნობებზე, რომელსაც ის ატვირთავს ან სხვაგვარად გაავრცელებს აღნიშნულ ვებ გვერდზე ან/და მისი მეშვეობით.

„ონლაინ თვინგოს“ ვებ გვერდის ვიზიტორი, საკუთარი ინფორმაციის ვებ გვერდზე განთავსებით/ატვირთვით, „ონლაინ თვინგოს“ ანიჭენბს უფლებამოსილებას განახორციელოს მისი გამოქვეყნება, კოპირება, შენახვა, გადათარგმნა, გადამუშავება და ვებ გვერდის საჭიროებისამებრ სხვაგვარი გამოყენება.

„ონლაინ თვინგო“ არ არის პასუხისმგებელი, ვებ გვერდზე მესამე პირების მიერ განთავსებულ სარეკლამო და საინფორმაციო მასალების სრულფასოვნებასა და უტყუარობაზე.

„ონლაინ თვინგო“ არ არის პასუხისმგებელი, ვებ გვერდის გამოყენებით, შესაძლო პროგრამული ან ტექნიკური დაზიანებაზე.

„ონლაინ თვინგოს“ ვებ გვერდის ვიზიტორი ვალდებულია, ვებ გვერდის გამოყენებისას დაიცვას უსაფრთხოების ზომები.

„ონლაინ თვინგო“ არ არის პასუხისმგებელი ვებ გვერდის ვიზიტორების წინაშე იმ შემთხვევებში თუ: ვებ გვერდის, ან მასზე განთავსებული სერვისების და ინფორმაციის საშუალებით მომხმარებელს მიადგა ნებისმიერი სახის ზიანი - ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავალი ან მოგება, დაკარგა პირადი მონაცემები, შეილახა მისი ღირსება და პატივი ან საქმიანი რეპუტაცია, მიუხედავად იმისა იყო თუ არა განთავსებული ვებ გვერდზე გამაფრთხილებელი ინფორმაცია.

„ონლაინ თვინგო“ არ არის პასუხისმგებელი: შეცდომებზე; დაშვებებზე; დეფექტებზე; შეწყვეტებზე და დაყოვენებაზე მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემისას;

გადამცემი ხაზების გაუმართაობაზე; მომხმარებლის მასალების მოპარვა, განადგურება და არასანქცირებულ წვდომაზე; სატელეფონო ქსელების ან სამსახურების, კომპიუტერული სისტემების, სერვერების, ან პროვაიდერების, კომპიუტერული ან სატელეფონო მოწყობილობების პროგრამული უზრუნველყოფის, ელ. ფოსტის სერვისების ტექნიკურ გაუმართავობაზე ან სხვა სახის ტექნიკურ პრობლემებზე;

 

„ონლაინ თვინგოზე“ დაუშვებელია:

1)    ელფოსტის მისამართებისა და სხვა საკონტაქტო ინფორმაციის შეგროვება ავტომატიზირებული ან სხვა ნებისმიერი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენებით, შემდგომში არასასურველი ფოსტის (სპამის) და სხვა არასასურველი ინფორმაციის გავრცელების მიზნით.

2)    ვებ გვერდის ნებისმიერი ისეთი ხერხით გამოყენება, რომელიც შეაფერხებს მისი ნებისმიერი სერვისის ნორმალურ ფუნქცირებას.

3)    ავტომატიზირებული პროგრამების (სკრიპტების) გამოყენება.

4)    შემდეგი შინაარსის ინფორმაციის განთავსება: მუქარა, სხვა მომხმარებლების ან მესამე პირების შეურაცხმყოფელი ინფორმაცია.

5)    ინფორმაციის განთავსება, რომელიც ლახავს პირად ან საზოგადოებრივ ინტერესებს, პროპაგანდას უწევს რელიგიურ, რასობრივ, ეთნიკურ ზიზღსა და დაპირისპირებას.

6)    ნებისმიერ სხვა ინფორმაცია რომელიც არღვევს კანონით დაცულ ადამიანისა და მოქალაქის უფლებებს.

7)    დანაშაულებრივი საქმიანობის აღწერა ან გავრცელება.

8)    ნებისმიერი ხერხით სხვა მომხმარებლის პროფაილის წვდომის მცდელობა.

9)    ინტელექტუალური საკუთრების შემლახავი ინფორმაციის განთავსება.

10) წინასწარ განსაზღვრული წესებითა და პირობებით და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის ან მისი ნებისმიერი ნაწილის კოპირება, გადამუშავება, გავრცელება, გამოქვეყნება, ჩამოტვირთვა, გადაცემა, გაყიდვა ან ნებისმიერი სხვა გზით გამოყენება „ონლაინ თვინგოს“ ნებართვის გარეშე.