სამომხმარებლო შეთანხმება

წინამდებარე შეთანხმება ფორმდება რეგისტრირებულ მომხმარებელსა და სისტემა თვინგოს შორის.

რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს და დაიცვას სისტემა თვინგოს კონფედენციალურობის და უსაფრთხოების პოლიტიკა (https://www.twingo.ge/policies/privacy-policy/).

სისტემა თვინგო უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილებები და დამატებები აღნიშნულ შეთანხმებაში.

გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

თვინგო.ჯი - ვებგვერდი, რომლის ინტერნეტ მისამართია www.twingo.ge.

სისტემა თვინგო - იურიდიული დასახელება შპს „თვინგო.ჯი“, რომელიც თავის საქმიანობას აწარმოებს თვინგო.ჯი-ს მეშვეობით.

მომხმარებლის რეგისტრცია - რეგისტრაციის პროცედურა ვებგვერდიდან (რომლის მისამართია https://www.twingo.ge/index.php?action=register), რისი საშუალებითაც ხდება წინამდებარე შეთანხმების გაფორმება.

რეგისტრირებული მომხმარებელი - პირი, რომელმაც გაიარა მომხმარებლის რეგისტრაციის პროცედურა ან ავტორიზებულია თვინგო.ჯი-ზე ინტეგრირებული სხვა სისტემის მიერ.

ავტორიზაციის მონაცემები - რეგისტრირებული მომხმარებლის პირადი მონაცემები, რომელიც გამოიყენება თვინგო.ჯი-ზე ავტორიზაციის გასავლელად.

პარტნიორი კომპანია - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც თვინგო.ჯი-ზე აქვეყნებს ინფორმაციას (შეთავაზებას), თავისი პროდუქციის და მომსახურების შესახებ.

თვინგო.ჯი

სისტემა თვინგო, ვებგვერდი თვინგო.ჯი-ს საშუალებით, ახდენს პარტნიორი კომპანიების სარეკლამო მომსახურებას და პროდუქციის რეალიზაციას.

თვინგო.ჯი-ზე განსაზღვრულია შემდეგი ტიპისი ძირითადი ოპერაციები და ფუნქციები:

  1. შეკვეთის გაფორმება - ყიდვის პროცედურა, როდესაც რეგისტრირებული მომხმარებელი ირჩევს ნივთს/მომსახურებას მისთვის სასურველი პირობებით და ახდენს გადახდის ოპერაციას.
  2. გადახდის ოპერაცია - გადახდა თვინგო.ჯი-ზე შესაძლებელია პლასტიკური ბარათებით, ჩასარიცხი აპარატებით, ჩგდ-თი ან განვადებით.
  3. გაცემის თარიღი - ნივთის მიწოდებისთვის განკუთვნილი სავარაუდო თარიღი.
  4. მომხმარებლის ბალანსი - ფუნქცია, რომელიც გათვალისწინებულია ზედმეტად გადახდილი თანხის, საავანსოდ შეტანილი თანხის ან შეკვეთის გაუქმების შედეგად დარჩენილი თანხის შესანახად.
  5. კუპონის კოდი (ვაუჩერი) - ელექტრონული დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება მომხმარებლის იდენტიფიცირების მიზნით.
  6. გამოყენების წესი - შეკვეთის გაფორმებისას გათვალისწინებული დამატებითი წესი.
  7. გაცემის პუნქტი - ფიზიკური ადგილი, საიდანაც ხდება პროდუქციის გაცემა.
  8. მიტანის სერვისი - საკურიერო მომსახურება.
  9. საგარანტიო მომსახურება - ვრცელდება პროდუქციაზე, რომელსაც მითითებული აქვს დოკუმენტი საგარანტიო მომსახურების პირობების შესახებ.
  10. შეკვეთის გაუქმება - გამოიყენება შემთხვევებში, როდესაც ვერ მოხერხდა პროდუქციის მიწოდება, ან დროულად მიწოდება, ან სხვა მიზეზის გამო.

თვინგო.ჯი-ზე, პარტნიორი კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, მომსახურებაზე და პროდუქციაზე - პასუხისმგებელია პარტნიორი კომპანია.

საჭიროების შემთხვევაში, სისტემა თვინგო ვალდებულია რეგისტრირებულ მომხმარებელს გადასცეს ინფორმაცია პარტნიორი კომპანიის შესახებ (იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, იურიდიული მისამართი).

სისტემა თვინგო

სისტემა თვინგო უფლებამოსილია, რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ მითითებული ელფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე გააგზავნოს სარეკლამო და საინფორმაციო ხასიათის წერილები თუ შეტყობინებები (თუ პარამეტრებში SMS შეტყობინებები არ არის გამორთული https://www.twingo.ge/index.php?m=profile).

იმ შემთხვევაში, თუ სისტემა თვინგომ ჩათვალა, რომ მომხმარებელი წარმოადგენს საფრთხეს თვინგო.ჯი-სთვის ან მისი მომხმარებლებისათვის, სისტემა თვინგო უფლებამოსილია წინასწარი შეტყობინების გარეშე შეზღუდოს მისი ნებისმიერ სერვისზე წვდომის უფლება ან გააუქმოს ანგარიში.

სისტემა თვინგო უფლებამოსილია მომხმარებელს მოსთხოვოს გადახდის ოპერაციის დამატასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება, საბანკო ამონაწერი და სხვ.) და ამ დოკუმენტის მიხედვით, ანგარიშის მფლობელის (გადამხდელის) თანხმობა/დასტური, ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლის შემთხვევაში არ მიაწოდოს საქონელი და არ გაუწიოს მომსახურება.

სისტემა თვინგო ვალდებულია შეკვეთის გაუქმების ოპერაციის შემდეგ, რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა ასახოს რეგისტრირებული მომხმარებლის ბალანსზე.

სისტემა თვინგო უფლებას იტოვებს ბალანსიდან თანხის დაბრუნების ოპერაცია განახორციელოს იმ პირის საბანკო ანგარიშზე, ვისი ანგარიშიდანაც შესრულდა გადახდის ოპერაცია.

მომხმარებლის ბალანსიდან თანხის დაბრუნება, ხორციელდება რეგისტრირებული მომხმარებლის მოთხოვნიდან არაუმეტეს 7 (შვიდი) სამუშაო დღის განმავლობაში.

მოთხოვნა შეგიძლიათ გამოგზავნოთ ელფოსტით info@twingo.ge -ზე, სადაც უნდა მოგვწეროთ თქვენი საბანკო რეკვიზიტები.

გადასარიცხად მოთხოვნილი თანხა უნდა აღემატებოდეს 10 (ათ) ლარს.

გადასარიცხი თანხის ოდენობა შეადგენს, ბალანსზე არსებულ თანხას გამოკლებული საკომისიო (სადაც საკომისიო შეადგენს 1 ლარის და ბალანსზე არსებული თანხის 4%-ის ჯამს.

რეგისტრირებული მომხმარებლი

რეგისტრირებული მომხმარებელი უნდა იყოს სრულწლოვანი, ან უნდა გააჩნდეს მშობლის (ან მეურვის) ნებართვა თვინგო.ჯი-ს გამოყენებაზე.

რეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია, მომხმარებლის რეგისტრაციისას მიუთითოს უტყუარი ინფორმაცია, ხოლო რეგისტრაციის შემდგომ ცვლილების შემთხვევაში - შეიტანოს შესაბამისი ცვლილება მონაცემების რედაქტირების განყოფილებაში.

რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარი ავტორიზაციის მონაცემების შენახვაზე (ელ. ფოსტა, პაროლი და სხვა).

რეგისტრირებული მომხმარებელი პასუხისმგებელია ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც განხორციელდა თვინგო.ჯი-ზე, მისი მომხმარებლის სახელით.

მომხმარებლის ბალანსიდან თანხის დასაბრუნებლად, რეგისტრირებულმა მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები (ლარის ანგარიში) და წერილობითი დოკუმენტი, ბალანსიდან თანხის დაბრუნების შესახებ.