საუკეთესო ფასის გარანტია
  მარტივი შეკვეთის ფორმა
* აუცილებელი ველი მიტანის საფასური თბილისში შეადგენს 3 ლ., ექსპრესი 7 ლ., რეგიონში 5 ლ.

ინოვაციური და ეფექტური საშუალება უძილობისა და დაღლილობის წინააღმდეგ/ ბიოაქტიური საკვები დანამატი "დრიმველი"

ინოვაციური და ეფექტური საშუალება უძილობისა და დაღლილობის წინააღმდეგ/ ბიოაქტიური საკვები დანამატი "დრიმველი" ინოვაციური და ეფექტური საშუალება უძილობისა და დაღლილობის წინააღმდეგ/ ბიოაქტიური საკვები დანამატი "დრიმველი"

მსგავსი შეთავაზებები: ჯანმრთელობა



ინფორმაცია:


ექსკლუზიური შემოთავაზება Twingo.Ge - სგან - დრიმველი, უახლესი ეფექტური საკვები ბიოდანამატი, ეფექტური და უსაფრთხო!

  • დრიმველი

ბიო აქტიური საკვები დანამატი( Dreamwell)
შემადგენლობა: პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 3მგ მელატონინს (Mელატონინ), 50მგ ბარამბოს (Mელისსა ოფფიცინალის) მშრალ ექსტრაქტს, 150 მგ კატაბალახას (vალერიანა ოფფიცინალის) მშრალ ექსტრაქტს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, პოლივინილპიროლიდონი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ინსტაქოათ აქუა III საკვები საღებავი.
მოქმედების მექანიზმი: დრიმველი კომბინირებული საშუალებაა. შეიცავს მელატონინს, კატაბალახას და ბარამბოს მშრალ ექსტრაქტებს. ახასიათებს საძილე და სედატიური მოქმედება. შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კომბინაცია ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის სწრაფ განვითარებას და არეგულირებს ძილის ფაზებს. მელატონინი ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი ნივთიერებაა - ეპიფიზის ჰორმონის სინთეზური ანალოგი. სინთეზირებულია მცენარეული წარმოშობის ამინომჟავებისგან; არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ციკლს, აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება-განწყობას. გაღვიძების შემდეგ არ ახასიათებს მოთენილობის,ტეხვისა და დაღლილობის შეგრძნება. ამცირებს სტრესულ რეაქციებს, ხელს უწყობს ორგანიზმის ადაპტაციას საათობრივი სარტყელის ცვლილების მიმართ; აქვს იმუნომასტიმულირებელი და ანტიოქსიდანტური თვისებები.

  • არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას.

კატაბალახა ხელს უწყობს ბუნებრივი ძილის განვითარებას. აქვს დამამშვიდებელი, სუსტი სპაზმოლიზური და ნაღვლმდენი მოქმედება. ბარამბოს აქვს დამამშვიდებელი, ჰიპოტენზიური, ანტიარითმიული, სპაზმოლიზური, ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენება: დრიმველი მიიღება შემდეგი მდგომარეობების დროს: სხვადასხვა ეტიოლოგიის უძილობა (მათ შორის ასაკოვნებშიც); ცირკადული რიტმების დარღვევა სხვადასხვა საათობრივ სარტყელში სწრაფი გადაადგილებისას (ადაპტოგენი ბიორიტმების ნორმალიზაციის მიზნით); სხვადასხვა ფორმის ნევროზები; კუჭ-ნაწლავის სპაზმი; მსუბუქი დეპრესია.
უკუჩვენება: ალერგია აქტიური ნივთიერებების მიმართ; თირკმლების ფუნქციის გამოხატული დარღვევა და ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ავტოიმუნური დაავადებები, ლეიკოზი, ლიმფომა, ლიმფოგრანულომატოზი, მიელომა,ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი, ორსულობა და ლაქტაცია.

  • განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დროს საჭიროა სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და ისეთი საქმიანობისგან თავის შეკავება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს. ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობას ინფორმირებული უნდა იყვნენ პრეპარატის სუსტად გამოხატული კონტრაცეპტული მოქმედების შესახებ. პრეპარატით მკურნალობის დროს საჭიროა მკვეთრი სინათლისგან თავის არიდება.
ჭარბი დოზირება:

სიმპტომები - დათრგუნვა,,ძილიანობა, მოთენთილობა, მძიმე შემთხვევებში - ბრადიკარდია და არითმია.
მკურნალობა ჭარბი დოზირების დროს:

კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური თერაპია, პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
სხვა წამლებთან ურთიერთობა: კატაბალახა და ბარამბო აძლიერებს სხვა სედატიური და საძილე საშუალებების, სანარკოზო, ფსიქოტროპული და სპაზმოლიზური პრეპარატების მოქმედებას. მელატონინი აძლიერებს ბეტა-ბლოკერების და ცნს-ის დამთრგუნველი პრეპარატების ეფექტს. არ არის რეკომენდებული ჰორმონულ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროული გამოყენება.

შეუთავსებელია მაო - ს ინჰიბიტორებთან და ციკლოსპორინებთან ერთად.
დოზირება და მიღების წესი: როგორც საძილე საშუალება მიიღება მოზრდილებში ½ ერთი ან ორი ტაბლეტი დღეში ერთხელ, ძილის წინ 30-40 წუთით ადრე.
როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყელების ცვლილებისას, მიიღება თვითმფრინავით მოგზავრობამდე ერთი დღით ადრე და შემდეგ ორი- ხუთი დღე. ერთი ან ორი ტაბლეტი დაძინებამდე 30 - 40 წუთით ადრე.
გვერდითი მოვლენები: ალერგიული რეაქციები, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მოთენთილობა-დაღლილობა, გულისრევა-ღებინება,დიარეა, ზოგჯერ ყაბზობა, შეშუპება მკურნალობის საწყის ეტაპზე.
გაცემის წესი: ურეცეპტოდ.
ვარგისობა და შენახვის პირობები: ვარგისია 3 წელი. ინახება არაუმეტეს 25°ც ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი შეფუთვაში.
მწარმოებელი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს „გამა“

 

ნივთის შესაძენად, გთხოვთ იხილეთ გვერდი "როგორ შევიძინო".

შეძენა ხდება პლასტიკური ბარათებით (VISA, Mastercard, American Express) და
ჩასარიცხი აპარატებით (PayBox, Express Pay, TBC Pay).

"ყიდვის" ღილაკის დაჭერის შემდეგ - მიუთითეთ თქვენთვის სასურველი  გაცემის მეთოდი .

  • უფასო მიწოდება შაბათს
    შაბათი 12:00-17:00,

  • მიტანის სერვისი თბილისში (სტანდარტული) - ფასი 3 ლარი
    მიწოდება სრულდება მეორე დღეს.*
    ,

  • მიტანის სერვისი თბილისში (სწრაფი) - ფასი 5 ლარი
    მიწოდება სრულდება იმავე დღეს, 20:00-დან ღამის 2 საათამდე.*
    ,

  • მიტანის სერვისი თბილისში (ექსპრეს) - ფასი 7 ლარი
    მიწოდება სრულდება შეკვეთიდან ორ საათში.*
    ,

  • მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით - ფასი 5 ლარი
    დანიშნულების ადგილამდე ნებისმიერი ქალაქში და სოფელში.
* - პროდუქტებზე, რომელზეც მითითებულია "მომენტალური გაცემა".

შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2 19 46 47.



გამოიწერე Amazon-დან განვადებით

გამოწერის სერვისი





კომენტარები: