საუკეთესო ფასის გარანტია
  მარტივი შეკვეთის ფორმა
* აუცილებელი ველი მიტანის საფასური თბილისში შეადგენს 3 ლ., ექსპრესი 7 ლ., რეგიონში 5 ლ.

ინოვაციური მცენარეული პრეპარატი, ქიტოზან -С/წონის საკორექციო, ანტიქოლესტერინული, კუჭ - ნაწლავის მომაწესრიგებელი საშუალება

ინოვაციური მცენარეული პრეპარატი, ქიტოზან -С/წონის საკორექციო, ანტიქოლესტერინული, კუჭ - ნაწლავის მომაწესრიგებელი საშუალება

მსგავსი შეთავაზებები: ჯანმრთელობა



ინფორმაცია:


ინოვაციური მცენარეული პრეპარატი, ქიტოზან -С/წონის საკორექციო, ანტიქოლესტერინული, კუჭ - ნაწლავის მომაწესრიგებელი საშუალება.

საკვები დანამატი.

შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს 500მგ ქიტოზანს (ცჰიტოსან), 100მგ  ვიტ.ჩ-ს (აციდუმ ასცორბინიცუმ)
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა, პოლივინილპიროლიდონი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქიტოზან - C არის ქიტოზანისა და C ვიტამინის კომბინაცია. ქიტოზანი წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის ძლიერ სორბენტს, რომლის ფუძე არის კიბორჩხალასებრთაგან მიღებული ქიტინი. ქიტოზანი მიიღება ქიტინის თერმული დამუშავებით. ბუნებრივად ქიტინს შეიცავს აგრეთვე ზღვის ზოოპლანქტონი, მწერები, სოკოები. ქიტინი ქიმიურად აზოტშემცველი პოლისაქარიდია, რომელიც თავისი სტრუქტურით ახლოსაა ცელულოზასთან(მცენარეული უჯრედისი), თუმცა მისგან და სხვა ბუნებრივი სორბენტებისაგან განსხვავებით უფრო ეფექტურად უკავშირდება საკვებში არსებულ ცხიმოვან უჯრედებს უშუალოდ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მათ შეთვისებამდე,რაც განპირობებულია ქიტოზანის პოლიმერულ მოლეკულაში დადებითად დამუხტული ამინოჯგუფების არსებობით.სწორედ ისინი მიიერთებენ ცხიმის მოლკულებს და გამოჰყავთ ორგანიზმიდან,რის გამოც ქიტინს ცხიმების მაგნიტს უწოდებენ. ვიტამინ ც-ს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში,ნახშირწყლოვან ცვლაში,სისხლის შედედების პროცესში, კოლაგენისა და სტეროიდული ჰორმონების სინთეზში. ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას ინფექციებისადმი.ქიტოზანი ჩვიტამინთან და ლიმონმჟავასთან ერთად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში წარმოქმნის გელს, რომელიც მოქმედებს როგორც "ცხიმის ღრუბელი”, ხელს უშლის რა ცხიმების გადასვლას სისხლში და ორგანიზმი მოიხმარს დაგროვებული ცხიმების მარაგს-პირველ რიგში ,,ცუდ”ქოლესტერინს და ჩალაგებულ ცხიმებს. მნიშვნელოვანია,რომ თავად ქიტოზანი სრულიად უკალორიოა, ორგანიზმი მას არ ითვისებს.ქიტოზანი აუმჯობესებს აგრეთვე ორგანიზმის მიერ საკვებიდან კალციუმის შეთვისებას, აქვეითებს ქლორიდების კონცენტრაციას, რაც აუცილებელია ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებისათვის. ქიტოზანი ბოლო წლებში ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, როგორც ბუნებრივი სორბენტი და ქოლესტერინის საწინააღმდეგო საშუალება. პრეპარატი რეკომენდებულია გაცხიმოვნების, ათეროსკლეროზის სამკურნალოდ,გამოაქვს ორგანიზმიდან მძიმე მეტალის მარილები (ვერცხლისწყლის,ტყვიის,კადმიუმის), აღადგენს ნაწლავის მიკროფლორას,წმენდს წვრილ და მსხვილ ნაწლავებს და აუმჯობესებს მათი ლორწოვანი გარსის ფუნქციასა და სტრუქტურას. კუჭში მოხვედრისას ქიტოზანის მოლეკულები მნიშვნელოვნად იმატებს მოცულობაში და იწვევს სიმაძღრის შეგრძნებას, რაც მნიშვნლოვანია გახდომის მოსურნე პაციენტებისთვის.

დოზირება:
წონის კორექციისთვის - 1-2ტაბ.ყოველი კვების წინ 15-20 წუთით ადრე 1-2თვის განმავლობაში.
ნებისმიერი სახის ინტოქსიკაცია: 1ტაბ.ყოველ 2საათში ერთჯერ, არაუმეტეს 6 ტაბლეტისა
დისბაქტერიოზი და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი: 1ტაბ. 2-ჯერ დღეში ჭამამდე 2 საათით ადრე 1თვის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი ეფექტები ცნობილი არ არის
უსაფრთხოების ზომები:
რადგან ქიტოზანს გამოჰყავს ცხიმები ორგანიზმიდან,მან შეიძლება დააბრკოლოს ზოგიერთი ცხიმში ხსნადი ვიტამინის(A,D,E,K)შეთვისება. ამიტომ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შესაძლოა საჭირო გახდეს ამ ვიტამინების მიღება. არ არის რეკომენდებული ქიტოზან-ჩ-ს მიღება პირთათვის,რომელთაც აქვთ ალერგია ზღვის პროდუქტებზე, დაბალი მჟავიანობა

ორსულობა და ლაქტაცია:

უკუნაჩვენებია ორსულობის და ლაქტაციის დროს.

გამოშვების ფორმა:
პირვლადი შეფუთვა: 10 ტაბლეტი ალ/პვხ ბლისტერში.
მეორეული შეფუთვა:  3 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.
შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისგან დაცულ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.არ მიიღოთ პრეპარატი ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას და ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
პრეპარატის შენახვის ვადაა წარმოებიდან 3 წელი.
გაცემის ფორმა: გაიცმა ურეცპტოდ.
მწარმოებლი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს „გამა“
დოზირებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით თავად კომპანიას ნომრებზე: 032 - 2 10 - 99 - 16; 032 - 2 10 - 99 - 17;

ნივთის შესაძენად, გთხოვთ იხილეთ გვერდი "როგორ შევიძინო".

შეძენა ხდება პლასტიკური ბარათებით (VISA, Mastercard, American Express) და
ჩასარიცხი აპარატებით (PayBox, Express Pay, TBC Pay).

"ყიდვის" ღილაკის დაჭერის შემდეგ - მიუთითეთ თქვენთვის სასურველი  გაცემის მეთოდი .

  • უფასო მიწოდება შაბათს

  • მიტანის სერვისი თბილისში (სტანდარტული) - ფასი 3 ლარი
    მიწოდება სრულდება მეორე დღეს.*
    ,

  • მიტანის სერვისი თბილისში (სწრაფი) - ფასი 5 ლარი
    მიწოდება სრულდება იმავე დღეს, 20:00-დან ღამის 2 საათამდე.*
    ,

  • მიტანის სერვისი თბილისში (ექსპრეს) - ფასი 7 ლარი
    მიწოდება სრულდება შეკვეთიდან ორ საათში.*
    ,

  • მიტანის სერვისი საქართველოს მასშტაბით - ფასი 5 ლარი
    დანიშნულების ადგილამდე ნებისმიერი ქალაქში და სოფელში.
* - პროდუქტებზე, რომელზეც მითითებულია "მომენტალური გაცემა".

შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2 19 46 47.



გამოიწერე Amazon-დან განვადებით

გამოწერის სერვისი





კომენტარები: