B2B სადილერო გაყიდვები

ჩვენი B2B გაყიდვები გათვალისწინებულია მაღაზიებისთვის, რომელიც განთავსებულია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. ჩვენთან თანამშრომლობით, თქვენ საშუალება გეძლევათ გაზარდოთ პროდუქციის ასორტიმენტი, გაზარდოთ გაყიდვები მარაგების სწრაფად და ეფექტურად შევსების ხარჯზე, შეამციროთ პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯები და საბრუნავი თანხა.

გარდა იმისა, რომ ჩვენთან თანამშრომლობით საბითუმო ფასში მიიღებთ უფრო დიდ ასორტიმენტს და უფრო მეტი კატეგორიის პროდუქციას, ვიდრე ეს შესაძლებელია სხვა კონკრეტული პოზიციების დისტრიბუტორების თუ საბითუმო მოვაჭრეებისგან, ასევე ჩვენთან შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი თანხის და რაოდენობის შეკვეთა და ჩვენი ადგილზე სწრაფი მიწოდების სერვისის საშუალებით - არ მოგიწევთ დიდი რაოდენობის მარაგების გაკეთება თქვენს საწყობში.

გვაქვს სპეციალური შეთავაზება ინტერნეტ მაღაზიებისთვის. გთავაზობთ B2B პორტალს, ასევე API მხარდაჭერას მუდმივად განახლებად ონლაინ საწყობზე. ჩვენთან სადილერო ურთიერთობა განსაკუთრებულად მიმზიდველია დამწყები ინტერნეტ მაღაზიებისთვის, რომლებიც ჩვენი ონლაინ სერვისების წყალობით, სწრაფად შეძლებენ პროდუქციის განთავსებას თავიანთ ინტერნეტ მაღაზიაში, მუდმივად მოწესრიგებული ექნებათ საწყობში ნაშთის არსებობა, მარტივად გააკონტროლებენ საცალო გასაყიდ ფასებს და ჩვენი პარტნიორი იმპორტიორების და დილერებთან ექსკლუზიური შეთანხმებების საშუალებით - მიიღებენ კონკურენტუნარიან საბითუმო ასაღებ ფასებს.

დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით: https://www.twingo.ge/feedback