როგორ მუშაობს?

1) აირჩიეთ პროდუქცია ნებისმიერ უცხოურ ინტერნეტ მაღაზიაში.
 ამერიკა,   გერმანია,   დიდი ბრიტანეთი,   საფრანგეთი, 
 საბერძნეთი,   იტალია. 

2) შეკვეთის დამატების განყოფილებაში მიუთითეთ თქვენ მიერ არჩეული პროდუქციის ბმული და პარამეტრები (ზომა, ფერი და სხვა).

3) აირჩიეთ გადახდის მეთოდი ბალანსი ან განვადება და გააკეთეთ შეკვეთა
გამოწერის მომსახურების საფასურია პროდუქტის ღირებულების 10%.

4) შეკვეთის გამოგზავნის შემდეგ, ჩვენი ოპერატორების მიერ მოხდება თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება, დაანგარიშდება თანხა და მისი დასრულების შემდეგ მოგივათ შეტყობინება, რის შემდეგაც შეძლებთ თანხის გადახდას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შეკვეთის ფორმაში შეგიძლიათ გადაიხადოთ პროდუქციის და ჩვენი მომსახურების საფასური, ხოლო მათი ტრანსპორტირება უცხოური მისამართიდან საქართველოში დაიანგარიშება წონის მიხედვით (იხ. ტრანსპორტირების შესახებ), 300 ლარს ზემოთ ღირებულების ნივთები დაექვემდებარება განბაჟებას (იხ. განბაჟების შესახებ).

ჩვენი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში მიიღებთ დამატებით პრივილეგიებს: შეღავათები ნივთების ტრანსპორტირებაში, შეძლებთ ყიდვას პლასტიკური ბარათების გარეშე ჩასარიცხი აპარატებით, განვადებით, გამოიწერთ საიტებიდან, რომელზეც შეზღუდულია ქართული ბარათები, დეკლარაციების შევსება და სხვა.