განვითარება

მე Twingo.Ge

2013 წლის 14 თებერვალს, წმინდა ვალენტინის დღეს, შპს თვინგო.ჯი დარეგისტრირდა სამეწარმეო რეესტრში :)

14 თებერვალი 2013

ფასდაკლების აქციები და ინტერნეტ მაღაზია Twingo.Ge

საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასთან ერთად, თვინგოს გუნდმა დაასრულა ელ-კომერციის მულტიფუნქციურ სისტემაზე მუშაობა და საწყობში განთავსდნენ სამუშაოდ საკუთარი კომპიუტერებით.

15 ივლისი 2013

პირველი შეკვეთა

პირველი შეკვეთის მიღების შემდეგ, სწრაფად გაიზარდა შეკვეთების რაოდენობა, რის შემდეგაც დავიწყეთ ფიქრი გაფართოვებაზე.

15 ივლისი 2013

Go პუნქტები

იმისათვის, რომ ჩვენ მომხმარებლებს შეძენილი ნივთები მიეღოთ სწრაფად და მარტივად - გავხსენით ორი გაცემის პუნქტი, პეკინზე და ნუცუბიძის ქუჩაზე.

21 აგვისტ 2013

Pixel გაცემის პუნქტი

გაცემის პუნქტი სავაჭრო ცენტრ პიქსელში - აქ მომხმარებლებს შეეძლოთ გაეტანათ შეძენილი ნივთები, გაევლოთ კონსულტაცია საიტზე ყიდვის პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე შეძენამდე გაცნობოდნენ და ადგილზე ენახათ ზოგიერთი ისეთი პროდუქცია, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად საჩვენებლად მიგვქონდა აღნიშნულ ადგილას.

4 მარტი 2014

ონლაინ გაყიდვები და საწყობში შენახვის სერვისი

სერვისი იმპორტიორებისთვის, მწარმოებელისთვის თუ სხვა გადამყიდველებისათვის. ასეთ კომპანიებს ვთავაზობთ როგორც ონლაინ გაყიდვების შესაძლებლობას, ასევე ნივთების ჩვენ საწყობში შენახვის მომსახურებას, რის შემდეგაც პროდუქცია ავტომატურად ხვდება ჩვენ სწრაფი და სტანდარტული მიტანის სერვისებში. ეს სერვისი მერჩანტებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია და კლიენტამდე მიწოდება მოახდინონ ავტომატიზირებული სისტემის მეშვეობით, ყოველგვარი ჩარევის და დამატებითი ხარჯების გარეშე.

21 ივლისი 2014

ტრანსპორტირება ამერიკიდან - საქართველოში

ამერიკის TAX FREE შტატიდან, ტრანსპორტირების მომსახურების ფასი იანგარიშებოდა მხოლოდ რეალური წონით (მოცულობითი წონის გარეშე).

1 აპრილი 2015

გაცემის პუნქტი საბურთალო (შოურუმი)

სხვა გაცემის პუნქტებთან შედარებით საბურთალოს გაცემის პუნქტს ჰქონდა დამატებული შოურუმი-ს ფუნქცია, ადგილზე წარმოდგენილი ინტერნეტ მაღაზიის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტები.

4 აპრილი 2015

Bosch-ის ოფიციალური დილერი

ინტერნეტ მაღაზია Twingo.Ge გახდა კომპანია Bosch-ის ოფიციალური დილერი, მას შემდეგ Twingo.Ge მომხმარებლებს სთავაზობს საბაღე ტექნიკას, მაღალი წნევის სარეცხ აპარატებს, პროფესიონალურ და საყოფაცხოვრებო სამშენებლო ტექნიკას, საზომ ტექნიკას და სხვა.

12 აგვისტო 2015

გამოწერის სერვისი

ჩვენი გამოწერის სერვისის მომსახურებაში შედის კონსულტაცია გამყიდველის და ბრენდის სანდოობის შესახებ, პლასტიკური ბარათით შეძენა, დეკლარაცია, განბაჟება, ტრანსპორტირება და სხვა პროცედურები. მომსახურების მისაღებად მომხმარებელი სპეციალური ფორმის საშალებით გვიგზავნის სასურველი ნივთის ბმულს.

19 ივნისი 2015

დაგვემატა ევროპიდან ჩამოტანა

 გერმანია,   დიდი ბრიტანეთი,   საფრანგეთი,   საბერძნეთი,   იტალია. 

17 ოქტომბერი 2015

განვადება Amazon.com-დან

Twingo.Ge-მ პირველმა განახორციელა უცხოური საიტებიდან განვადებით შეძენის მომსახურება, თავიდან ეს მომსახურება მხოლოდ "ბანკი რესპუბლიკის" განვადებით იყო შესაძლებელი.

1 ნოემბერი 2015

B2B პორტალი (API)

სპეციალური შეთავაზება ინტერნეტ მაღაზიებისთვის, B2B პორტალი API მხარდაჭერით მუდმივად განახლებად ონლაინ საწყობზე. ჩვენი B2B გაყიდვები გათვალისწინებულია ასევე მაღაზიებისთვის, რომელიც განთავსებულია საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. ჩვენთან თანამშრომლობით მათ საშუალება აქვთ გაზარდონ პროდუქციის ასორტიმენტი, შეამცირონ პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯები და საბრუნავი თანხა.

8 თებერვალი 2017

Twingo.Ge ღრუბელი

Twingo.Ge-ს განვითარების შემდეგი საფეხური უკავშირდება პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდას, ფასების შემცირებას, გაცემის პუნქტების დამატებას, მიტანის სერვისის გაუმჯობესებას და სხვა სერვისების გაშვებას. ასევე ჩვენ ერთგულ მომხმარებლებს შევთავაზებთ სპეციალურ ფასდაკლებებს და სხვა საინტერესო შეთავაზებებს.